აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი

09 აპრილი 2021, 10:59 874 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი დაამარცხა კიდევ 54 პაციენტმა, კლინიკა დატოვა 15 პირმა.

ამ ეტაპზე კრიტიკულია 1 პაციენტის მდგომარეობა.

რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 267 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 108, ონლაინ კლინიკაში 273.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში