9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმში. გუშინ გვიან ღამით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან მათ, ფეხით მსვლელობა მოაწყვეს გმირთა ხეივნამდე. შეიკრიბნენ 9 აპრილის მემორიალთან , სადაც აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ტრაგედიის შესახებ, შემდეგ კი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. პარტიების წარმომადგენელთა თქმით, ისინი ე.წ-ულ კომენდატის საათს არ არღვევენ, რადგან ამ დღეს ტრადიციულად ყოველ წელიწადს, პატივს მიაგებენ გმირებს. სამართალდამცველებს ისინი არ დაუჯარიმებიათ.