პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური ანგარიშს უსმენენ

09 აპრილი 2021, 12:42 775 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში უსმენენ.

სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს წარუდგენს და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს.

მოხსენების დაწყებამდე პრეზიდენტმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 7 აპრილს ენგურის გავლით საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნას.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, წუთიერი დუმილით ასევე პატივი მიაგეს დათა ვანაშვილის ხსოვნას.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, დეპუტატების გარდა, ესწრებიან დიპლომატები და მთავრობის წევრები, პრეზიდენტის მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლები არ იქნება.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით უკვე მესამედ წარდგება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში