''ფორმულას'' ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლებს თავს დაესხნენ

09 აპრილი 2021, 13:22 1098 ნახვა

ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, მათ ორ თანამშრომელს თავს დაესხნენ, ერთ-ერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მეორეს კი მანქანა დაუმტვრიეს.

"ფიზიკურად გაუსწორდნენ მძღოლს, რომლის თქმითაც თავდამსხმელები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ახსენებდნენ ტელეკომპანია ფორმულას. კიდევ ერთი თანამშრომელი ამბობს, რომ მანქანაზე მინები, სავარაუდოდ, საქარე მინაზე ფორმულას საშვი ქონის გამო ჩაუმსხვრიეს", - თქვა "ფორმულას" წამყვანმა პირდაპირ ეთერში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ფორმულას თანამშრომლებს თავს ესხმიან. 25 თებერვალს თავს დაესხნენ ჟურნალისტ ვახო სანაიას, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდასტურდა. 

მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

14:00 საათზე ტელეკომპანიაში ბრიფინგი ჩაინიშნა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში