თბილისში ევროპის მოედანზე გია გაჩეჩილაძე ''მდუმარე აქციას'' მართავს 

09 აპრილი 2021, 13:41 994 ნახვა

ევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) თანამოაზრეები შეიკრიბნენ, ისინი ''მდუმარე აქციას'' მართავენ. ამ წუთებში აქციაზე გია ყანჩელის ცნობილი კომპოზიციები ისმის. 

როგორც ორგანიზატორებმა დააანონსეს აქციაზე არ იქნებიან პოლიტიკოსები და არ იგეგმება სიტყვით გამოსვლები.  

მოგვიანებით აქციის მონაწილეები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება "დედაენის ბაღში" დასრულდება.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ მშვიდობიანი პროტესტით საზოგადოების უდიდესი ნაწილის პოზიციას დააფიქსირებენ. მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ამ შეკრებამ ყველას უნდა აჩვენოს, რომ მთავარი ქვეყანაში ხალხია. 

მისივე თქმით, 9 აპრილს "საქართველოს მარადისობის დღე" დაფუძნდება. 

''ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე, სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში