გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება - თბილისის მერია

09 აპრილი 2021, 17:14 801 ნახვა

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მომღერალი გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთებისთვის დაჯარიმდება.

როგორც უწყებაში განმარტეს, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.

„ადგილი ჰქონდა კანონდარღვევის ფაქტს, მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად და კანონდამრღვევი დაჯარიმდება“, – განაცხადეს მერიაში.

გია გაჩეჩილაძემ, ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე ფრაზა: „ღმერთი სიყვარულია" დააწერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში