აფგან მუხთარლი პროკურტაურაში გამოკითხეს

09 აპრილი 2021, 17:39 855 ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი  განცხადებით, 4 საათიანი დაკითხვის დროს ძირითადი კითხვები, რომელიც საგამოძიებო უწყების მხრიდან იყო დასმული შეეხებოდა მის გატაცებას.  

მუხთარლი ამბობს, რომ დაკითხვა მხოლოდ იურიდიული პროცედურაა, რადგან საქმე პოლიტიკურია და გამოძიების იმედი არ აქვს.  

მუხთარლი პროკურატურაში გუშინაც იმყოფებოდა, თუმცა თარჯიმანთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე უწყება მალევე დატოვა.     

2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა აზერბაიჯანის ციხიდან ერთი წლის წინ გაათავისუფლეს. დარჩენილი წლები მას პირობითად ჩაეთვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში