საქართველოს პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვა

09 აპრილი 2021, 18:50 1109 ნახვა

ორბელიანების სასახლეში დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილის ოჯახს სამოქალაქო თავდადებისთვის მედალი გადასცა

"ეს დღე შევარჩიეთ იმთავითვე, რათა პატივი მიგვეგო იმ ადამიანისთვის, რომელიც შემართებისა და შეუგუებლობის ერთგვარი სიმბოლო გახდა. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში. ის არის სიმბოლო იმ უსამართლობის და გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს, 9 აპრილს, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს მინდა, მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ჩვენი ყველას უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის ნიშანი, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან, აღარ ექნებათ აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში