16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს, ყველა დიდ თავშეყრის ადგილებს უკავშირდება - ამირან გამყრელიძე

09 აპრილი 2021, 20:40 1771 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სხვადასხვა რეგიონში 16-მდე კლასტერული აფეთქება ფიქსირდება, რომელიც თავშეყრის ადგილებს უკავშირდება.

მისივე თქმით, აუცილებელია, მოქალაქეებმა დიდ შეკრებას თავი აარიდონ, რადგან ეს ინფექციის გავრცლების კუთხით, რისკის შემცველია.

"რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა, თუმცა სრულად მართვადია, რადგან ქვეყანას აქვს საკმაოდ მეტი შემთხვევების მართვის გამოცდილება. ზოგადად, ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს თბილისში.

სამწუხაროდ, არა მარტო რეგიონებში, თბილისშიც პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი არ არის. გუშინდელი მონაცემებით პირბადის ტარების მაჩვენებელი არის 50%, რაც კრიტიკულის ზღვარია. პირბადის ტარებაზე მოწოდება მუდმივად უნდა იყოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ თბილისში.

ნებისმიერი დიდი თავშეყრა არის მომატებული რისკი ეპიდსიტუაციის გაუარესების. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს თავშეყრა. დღეს დაახლოებით 16-მდე კლასტერული ეპიდაფეთქება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, ყველგან ეპიდაფთქება დიდ თავშეყრებს უკავშირდება. ეს არის ძირითადად საბედნიერო თუ ჭირის სუფრები. ნებისმერი თავშეყრა, თუ არ არის დაცული რეგულაციები, რა თქმა უნდა, ეპიდვითარების გაუარესების მომატებული რისკია" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში