ბათუმში 50 წლამდე ქალი დაჭრეს

09 აპრილი 2021, 22:42 5984 ნახვა

ბათუმში ცივი იარაღით 50 წლამდე ქალი დაჭრეს. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა კრიტიკული არ არის და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.  ამ დროისთვის მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

ამ წუთებში საცხოვრებელ სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა სამართალმდამცავები მუშაობენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში