საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ

10 აპრილი 2021, 12:05 1176 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები ისრაელში 1 წლით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დადებული შეთანხმება დასაქმებას ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე ითვალისწინებს. სამუშაოს ხანგრძლივობა კვირაში 6 დღეა, 42 საათიანი გრაფიკით. ყოველთვიური ხელფასი (გადასახადების ჩათვლით) 5300 შეკელია ანუ  დაახლოებით 1600 დოლარი.საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 12 აპრილიდან დაიწყება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე https://workabroad.moh.gov.ge/ გაივლის.საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 25-დან 45 წლამდე; სიმაღლე: არანაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არანაკლებ 45 კგ; ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი; ნასამართლობის არ მქონე; ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე; არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ; არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში; კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში