კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში 18 287 პირია აცრილი

10 აპრილი 2021, 15:00 974 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში 18 287 პირია აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1026 ადამიანია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“. ამ ეტაპზე ვაქცინაცია შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 და უფროსი ასაკის ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში