პრეზიდენტის ინიციატივა - შეფასებები

10 აპრილი 2021, 18:25 973 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოვიდა. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა  დამოუკიდებლობის აღდგენის დღის საზეიმო ცერემონიალზე გააჟღერა. ოპოზიციის წარმომადგენლები  ამაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის რისკებს ხედავენ. ირწმუნებიან, რომ ამ სტილის სასაუბრო ენა ძირითადად მმართველ გუნდს ახასიათებს.

მმართველი გუნდი ინიციატივის მომხრეა და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში იმდენად გამძაფრდა სიძულვილის ენა, რომ ეს ფაქტი მიუღებელია. პოლიტიკოსების კრიტიკა ამჯერად მედიასაც შეეხო, ითქვა, რომ მსგავსი ლექსიკა  სატელევიზიო ეთერებით ხშირად ჟღერდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გმობენ ზურაბიშვილის მისამართით გამოთქმულ სიძულვილის შემცველ განცხადებებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში