კორონავირუსის შემთხვევების გამო ბათუმის მეორე საჯარო სკოლა დროებით იხურება

10 აპრილი 2021, 18:56 2166 ნახვა

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა კორონავირუსის შემთხვევების გამო დროებით დაიხურა და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ადასტურებს. 

სკოლის დირექტორის მარიზა აბაშიძის ინფორმაციით, ორშაბათს სკოლა  სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში განაახლებს.

აჭარაში ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებას სულ 5 სკოლა აგრძელებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში