სმოლენსკის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

10 აპრილი 2021, 20:20 1180 ნახვა

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან პოლონური ავიალაინერი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად, დაიღუპა ბორტზე მყოფი 96 მგზავრი. მათ შორის - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე.პოლონეთის მთავრობის წევრები, სმოლენსკში, კატინის ტრაგედიისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

2011 წელს ინციდენტის გამოძიებაზე მომუშავე სახელმწიფოთაშორისო კომისიამ დაასკვნა, რომ კატასტროფა ეკიპაჟის შეცდომამ გამოიწვია. ხოლო 2020 წელს პოლონეთის საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავში, რუსეთში ჩატარებული რემონტის დროს, ტროტილი განათავსეს. დღეს საქართველოში პოლონეთის პრეზიდენტის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში