მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა

11 აპრილი 2021, 15:20 1442 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 136 მილიონს გადააჭარბა.სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ-19-ით 2.94 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 109 მილიონს აჭარბებს.ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 23.6 მილიონს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - საფრანგეთი, მეხუთეზე კი - რუსეთია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში