თოჯინების თეატრი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პრემიერით დაბრუნდა

11 აპრილი 2021, 15:05 808 ნახვა

ერთ წლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორ გელა გელაძის საპრემიერო სპექტაკლით ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი" - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი,  პუბლიკას დაუბრუნდა.

ასევე  დღეს  17:30 წუთზე რეჟისორ გიორგი ჩხაიძის ყველასათვის საყვარელი სპექტაკლის  ''გერდას'' ხილვა იქნება შესაძლებელი. თეატრი მუშაობას  რეგულაციების სრული დაცვით გააგრძელებს და მაყურებელთა შეზღუდულ რაოდენობას მიიღებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში