ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან

11 აპრილი 2021, 18:20 1064 ნახვა

საწვავის გაძვირება დღეს მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრასა და ასევე ტარიფის მონიტორინგის მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვენ. ამბობენ,რომ  კომპანიები ბაზარზე ტარიფებს თვითნებურად ამატებენ,მაშინ როცა ნავთობის ფასი მთელ მსოფლიოში მცირდება.

პარალელურად მეორე აქცია ე.წ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ადგილზე კარვის გაშლას შეეცადნენ თუმცა მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს,გადაიფიქრეს და ადგილზე პროტესტის ნიშნად  ღია ცის ქვეშ გათენება გადაწყვიტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში