ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს

11 აპრილი 2021, 18:13 1571 ნახვა

პარლამენტი ქარსაფარი ზოლის შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. ინიცირებისთვის მზად არის კანონის პროექტი, რომლითაც ქარსაფარი ზოლის აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება. ქარსაფარი ზოლის დაზიანება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება მუხლი, რომლიც მიხედვით, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება. ეს ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში