რამაზ სურმანიძის და ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სამკითხველო დარბაზები ბიბლიოთეკაში

11 აპრილი 2021, 20:05 814 ნახვა

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს  რამაზ სურმანიძის, პერიოდიკის დარბაზს კი  ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა. რამაზ სურმანიძე არის ბათუმელი  პროფესორი და უამრავი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთა ნაწილი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშია დაცული, სხვა ნამუშევრები კი ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა  მისი სახელობის კუთხისთვის მოიძიეს. ტარიელ ფუტკარაძის სამეცნიერო ნაშრომები განთავსდა პერიოდიკის დარბაზში.

ის საქართველოს რესპუბლიკს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი იყო. დღესვე მათთვის პატივის მისაგებ ღონისძიებაზე, საჯარო ბიბლიოთეკაში ოჯახის წევრები და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში