ბათუმში დააკავეს პირი, რომელმაც ქალი დანით დაჭრა - შსს

12 აპრილი 2021, 10:08 1309 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 26 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ნასამართლევი პირია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 9 აპრილს ურთიერთშელაპარაკებისას ქალი ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში