კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში 11 სკოლა და სამი ბაღია დახურული

12 აპრილი 2021, 11:40 1618 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში სულ 11 სკოლაა დახურული. ინფიცირებულები არიან როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები.

ბოლო დღეების განმავლობაში დაიხურა ბათუმის №2-ე, №28-ე და ხელვაჩაურში, თხილნარის საჯარო სკოლა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ​კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, რეგიონში დროებით დახურული იყო 5 ბაღი. მათ შორის ორი დღეს იწყებს მუშაობას, ერთი კი ხვალ.  

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე 14 კლასია დისტანციურ რეჟიმზე, მათი დიდი ნაწილი ბათუმის სასწავლო დაწესებულებებია. ხვალიდან ხუთი კლასი დისტანციურად სწავლებას დაასრულებს. 

ორკვირიანი პაუზის შემდეგ ბათუმის 14-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, შემთხვევების მატება არის, თუმცა არა ნახტომისებური. ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი კი საყურადღებოა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში