ირანი ბირთვულ ბაზაზე მომხდარ ინციდენტს ტერორიტულ აქტად აფასებს

12 აპრილი 2021, 12:40 983 ნახვა

ირანის ნატანცის ბირთვულ ობიექტზე მომხდარი ინციდენტი "ბირთვული ტერორიზმის" ქმედებით იყო გამოწვეული, - განაცხადა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მისი თქმით, თეირანი იტოვებს უფლებას, დამნაშავეების წინააღმდეგ იმოქმედოს. მისი თქმით, ნატანცის ობიექტის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები აჩვენებს ირანის ინდუსტრიული და პოლიტიკური პროგრესის მოწინააღმდეგეების მარცხს, რომელთა მიზანი ირანის ბირთვული ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელის შეშლაა. კვირას ცნობილი გახდა, რომ ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტის ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემამ ინციდენტი გამოიწვია. „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ პრესსპიკერის თქმით, „ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში