ძალოსანთა ნაკრების 8 ოქროს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

12 აპრილი 2021, 12:51 1505 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რითიც  მსოფლიო, ევროპისა და საქართველოს რეკორდები დამყარდა.  ვაჟებს შორის საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხე წელია გუნდური პირველობების ჩემპიონია. ქალთა შორის გამართულ შეჯიბრებაზე კი ატაცში ანასტასია გოტფრიდი 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში