კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ''ბრიტანული შტამია'' - პაატა იმნაძე 

12 აპრილი 2021, 14:54 933 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების ნახევარზე მეტი ბრიტანული შტამია. პაატა იმნაძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. ბრაზილიური, ინდური და სამხრეთ აფრიკული შტამი არ გამოვლენილა. 

''ბრიტანულ შტამზე ზედამხედველობას აზრი აქვს  საწყის ეტაპზე, როდესაც იწყება გავრცელება. როცა უნდა გავარჩიოთ ეს არის ბრიტანული თუ ჩვეულებრივი შტამი. ''ბრიტანული'' ძალიან სწრაფად ვრცელდება და უფრო ადვილად გადადის. ვიდრე ჩვეულებრივ შტამები'' - აცხადებს იმნაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის​ განმარტებით, ლუგარის ცენტრში ამ ეტაპზეც მიმდინარეობს კვლევები. 

„მთლიანად ევროპაში დღეს დაახლოებით 90 პროცენტი ცირკულირებს ბრიტანული შტამი და საქართველოშიც 50-70 პროცენტს ზემოთ ცირკულირებს ბრიტანული შტამი“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში