ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომისიის რიგგარეშე სხდომა გაიმართება

12 აპრილი 2021, 17:41 952 ნახვა

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის  გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო.   ხვალ  კიევის მოთხოვნით ბრიუსელში უკრაინა-ნატოს კომიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ხვალვე სამუშაო ვიზიტით   ბრიუსელში პენტაგონის მეთაური ლოიდ ოსტინი  ჩადის. 

ოსტინი ნატოს გენერალურ მდივანთან  და ალიანსის მოკავშირეებთან ერთად უკრაინა-რუსეთის საზღვრის გასწვრივ  დაძაბულობაზე, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიერ უკრაინის  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ ქმედით გზებზე იმსჯელებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში