საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 აპრილი 2021, 18:30 1652 ნახვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები რამდენიმე წუთის წინ, 18:19 საათზე დაფიქსირდა.

შესწორება: ცოტახნის წინ, სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 18:19 საათზე, ცაგერთან 3.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი არასწორია და ის ნორიოსთან მოხდა და არა ცაგერში. 

"მეზობელი ქვეყნის სეისმური ქსელის, სასაზღვრო სადგურების გამო სისტემაში დაფიქსირდა ხარვეზი. შესაბამისად დაფიქსირებული ეპიცენტრის პირველადი მონაცემი აღმოჩნდა არასწორი.

მოხდა 2 პატარა მიწისძვრა მიყოლებით თბილისთან, ნორიოში. მომხდარი მიწისძვრები თავისი სიძლიერით ძალიან პატარებია, ასეთი კლასის მიწისძვრები ჩვენს ვებგვერდზე არ ქვეყნდება", - აღნიშნულია, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში