მთავარი მსოფლიოში

12 აპრილი 2021, 20:02 1028 ნახვა

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს თავი შეიკავოს ისეთი ნაბიჯებისგან, რასაც უკრაინასთან დაძაბულობის გამწვავება შეუძლია. უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მობილიზაცია ეუთო-ს ქვეყნებმაც დაგმეს და სამხედროების რაოდენობის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ შეხვედრის ორგანიზება მოახდინა, სადაც რუსეთს სთხოვეს, განემარტა თავისი ქმედებები. მოსკოვმა მონაწილეობაზე უარი თქვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში