საკრებულოში გაკეთებული ხმაურიანი განცხადების გამო დამსაჯეს - ირაკლი ჯინჭარაძე

12 აპრილი 2021, 23:13 4222 ნახვა

ბათუმის ბულვარის დირექტორი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების მიზეზად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებულ დარღვევებს ასახელებს.

ირაკლი ჯინჭარაძე ამბობს, რომ გათავისუფლების შესახებ ცნობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ჯერ არ ჩაბარებია. თუმცა საუბრისას უთხრეს, რომ გათავისუფლების მიზეზი ორი წლის წინ აუდიტის მიერ გამოქვეყნებული დასკვნაა, რომელშიც მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდებოდა.

"ეს ამბავი აჭარის ტელევიზიით გავიგე, როგორ გაიგო თქვენმა ტელევიზიამ ჩემზე ადრე? გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჯერ არ ჩამბარებია. სამინისტრომ, მხოლოდ სიტყვიერად დამიდასტურა. არ ვიცი გათავისუფლების დასკვნაში რა წერია.

რაც შეეხება აუდიტის დასკვნას ის, არის ორი წლის წინ გამოქვეყნებული დასკვნა, რომელიც ეხება კონკრეტულ შესყიდვასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ხარვეზს და არა ქრთამის აღებას ან რაიმე მნიშვნელოვან დარღვევას. საყურადღებოა ისიც, რომ მე იმ დროისთვის ბულვარის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე ვიყავი. რატომ გახდა ეს ყველაფერი ახლა საინტერესო ვერ ვხდები. 

ჩემს თანამდებობიდან გათავისუფლებას ვუკავშირებ საკრებულოს სხდომაზე გამოსვლას, როცა პლაჟის ტერიტორიის გასხვისების წინააღმდეგ გავაკეთე განცხადება. არ მაპატიეს და დამსაჯეს, ეს მოსალოდნელიც იყო", - აცხადებს ირაკლი ჯინჭარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში