13 არასამთავრობო ორგანიზაცია აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებს

13 აპრილი 2021, 12:29 676 ნახვა

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები სოფელ გუმათთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უცხადებენ. ამბობენ, რომ პროტესტის მონაწილეთა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება სახელმწიფოს მიერ უხეშად ირღვევა. ციტატა: "მიუხედავად იმისა, ხელისუფლებას მართებულად მიაჩნია თუ არა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი, იგი ვალდებულია, მოისმინოს ხალხის ხმა. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის მიზნით შეკრების შესაძლებლობა დემოკრატიული მმართველობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ იქ, სადაც არსებობს დიდი საზოგადოებრივი ინტერესი და პროტესტი, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან. ადგილობრივი მოსახლეობის ხმის გაგონების ნაცვლად, მათ წინააღმდეგ რეპრესიული მექანიზმებით მოქმედება, საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისთვის", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში