გახარიას უნდა, თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო - ნიკა მელია

13 აპრილი 2021, 13:32 957 ნახვა

გახარიას უნდა, თავი მოაჩვენოს, თითქოს ჩემი დაკავების წინააღმდეგი იყო, ის თუ წინააღმდეგი იყო, მისი მეგობრები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, – განაცხადა სასამართლო პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

მელიამ მის მხარდამჭერებს და დარბაზში მყოფ მეგობრებს მადლობა გადაუხადა.

მან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილსაც მიმართა.

"თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ არსებობთ, ენერგიას მაძლევთ, ბრძოლის ჟინს მიათკეცებთ, ენთუზიაზმს მაძლევთ, მოტივაცია მეძლევა და მეძლევა, როცა ვიცი, რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი გულუაშვილის მსგავსი პროკურორები. ადვოკატების ეს შუამდგომლობა უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს, საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შს მინისტრის მოადგილე ავალებდა, აყალბებინებდა იმ საქმის ფარგლებში მასალებს, რომელზეც მე აქ მომათავსეს.

როგორ შეიძლება თქვენ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა გინდოდეთ და ამ ადამიანის დაკითხვის სურვილი არ გაგიჩნდეთ?...თუ ამ შუამდგომლობას არ დააკმაყოფილებთ, ბევრი ადამიანისთვის გასაგები გახდება რას ემსახურებით თქვენ და მე - რას. სანამ თქვენ აქ იმსჯელებდით ჩემ დაკავებაზე, იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა რომ მე სატუსაღოში უნდა წავსულიყავი.

თქვენ რეპუტაციაზე უნდა იფიქროთ, ცოტა მომავლის გადმოსახედიდანაც ხომ უნდა იმსჯელოთ. კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შელახავს? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი. რა თქმა უნდა, ჩემ დაკავებაზე გახარიასაც ჰქონდა მიცემული თანხმობა და კობახიძესაც. ახლა რომ გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ", - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში