დაცვის მხარეს არ ჰქონია მცდელობა გაემართა ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით - პროკურატურა ნიკა მელიას საქმეზე

13 აპრილი 2021, 18:08 919 ნახვა

პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ნიკანორ მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისივე თქმით, 25 თებერვლის შემდეგ, დაცვის მხარეს არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია გაემართა ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით. 

"მოგეხსენებათ, 17 თებერვალს, ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა იმის გამო, რომ მან დაარღვია კანონი და არ შეასრულა მოსამართლის 2020 წლის სამი ნოემბრის განჩინება მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამკაცრების ანუ გირაოს ოდენობის გაზრდის თაობაზე. 25 თებერვალს, ბრალდების მხარემ საჯაროდ შევთავაზეთ დაცვის მხარეს, თუ ისინი თანახმანი იქნებოდნენ, შეესრულებინათ გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს გამოყენებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით გირაოთი შეცვლის თაობაზე. ეს ჩვენი შეთავაზება ასევე დავაფიქსირეთ 8 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში.

25 თებერვლის შემდგომ, დღეს გამართულ სასამართლო პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია არანაირი მცდელობა, გაერკვია რეალურად ბრალდების მხარის შემოთავაზება და გარკვეულწილად ეწარმოებინა დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან დიალოგი პატიმრობის გირაოთი შეცვლასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში