აქცია ნამახვანჰესის წინააღმდეგ

13 აპრილი 2021, 18:04 906 ნახვა

პროტესტი გრძელდება რიონის ხეობაში. ამ წუთებში აქტივისტები სოფელ გუმათიდან ენკას ოფისისკენ მსვლელობით მიდიან.    მათი მოთხოვნები უცვლელია. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ თუ პოლიცია მათ არ განუმარტავს, რატომ არ უშვებენ ნამოხვანჰესში, პროტესტის ნიშნად ენკას-ს ოფისთან მივლენ და გზას გადაკეტავენ.

აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი კითხვა ლეგიტიმურია და პასუხი უნდა მიიღონ. მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების ეს ქმედებები გამოიწვევს მასშტაბურ აქციას თბილისში, არა იმიტომ, რომ დააორგანიზებენ, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოება თავის ბრაზს გამოხატავს.

გუშინ, სოფელ გუმათში გამართული საპროტესტო აქციის დროს დაპირისპირება იყო აქტივისტებსა და პოლიციას შორის. მას შემდეგ, რაც აქტივისტები პოლიციამ სოფელ ნამახვანისკენ არ გაუშვა, მათ მანქანებით მსვლელობა მოაწყვეს ქუთაისისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში