მერიას მეჩეთის მშენებლობის განხილვა დაევალა

13 აპრილი 2021, 20:05 1543 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ, როცა მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი უთხრა. მოსამართლემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მუსლიმი თემის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მერიამ ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს. ბათუმის მერია ახლა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთების ნაწილს ელოდება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში