ბულვარის დირექტორის დათხოვნის დეტალები

13 აპრილი 2021, 20:09 1200 ნახვა

ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა ხვალ იქნება მზად. დოკუმენტში ხაზგასმული უნდა იყოს ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნება. გეგმის განხილვამდე 1 დღით ადრე კი ბულვარის დირექტორი თავის გათავისუფლებას, სანაპიროს ნაწილის ერთ-ერთი სასტუმროსთვის იჯარით გადაცემის გაპროტესტებას უკავშირებს.

თუმცა მისი გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი აუდიტის დასკვნაა, სადაც საუბარია ბათუმის ახალ ბულვარში ფილების, ბორდიურებისა და ჭების მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.

შესაბამისი უწყებები ბულვარის ადმინისტრაციას ბიუჯეტის ფულის არამართლზომიერ ხარჯვას ედავებიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში