აქცია ნამოხვანჰესზე - ინვესტორი დიალოგს ითხოვს

13 აპრილი 2021, 20:07 1170 ნახვა

170 დღიანი პროტესტი რიონის ხეობაში. ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღესაც, სოფელ გუმათთან არიან შეკრებილი და პოლიციასთან მოლაპარაკება გამართეს გახსნან სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზა, თუმცა უშედეგოდ. 

შეკრებილები ითხოვდნენ განმარტებებს რატომ არის გზა გადაკეტილი, რის ერთ-ერთ მიზეზადაც ადიდებული მდინარე რიონი და მომდინარე საფრთხეები დაასახელა სამხარე პოლიციის უფროსმა. ამის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა, გუმათჰესთან მდებარე „ენკას“ ოფისთან გადაინაცვლეს და კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის მიზნით შესასვლელის ბლოკირება მოახდინეს.  

სწორედ ამ ტერიტორიიდან უნდა გამოიყვანონ ტექნიკა რიონის ხეობაში სამუშაოების განხორციელებისთვის, ხმაური სწორედ ერთ-ერთი მიკროავტობუსისთვის გზის გადაკეტვას მოჰყვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში