პარლამენტის 6 წევრი "ქართულ ოცნებას" ტოვებს და გიორგი გახარიას გუნდს უერთდება

14 აპრილი 2021, 12:08 1191 ნახვა

საქართველოს პარლამენტის  ექვსი დეპუტატი  პარტია „ქართულ ოცნებას“ ტოვებს.

ამის შესახებ ბრიფინგზე გიორგი ხოჯევანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.

ხოჯევანიშვილთან ერთად, პარტიას ტოვებენ დეპუტატები: ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური. ისინი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდებიან.

"ჩვენ ვართ გახარიას გუნდის წევრები, ვართ თანამოაზრეები და ჩვენ გვაერთანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები.  

ჩვენ დღეიდან გიორგი გახარიასთან ერთად  ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ეტაპსა და ფაზაზე. შესაბამისად ვტოვებთ "ქართულ ოცნებას" და პარლამენტში მუშაობას გავაგრძელებთ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები.

ვიყავით "ქართული ოცნების" წევრები, შესაბამისად ვიზიარებთ იმ წარმატებებსა და წარუმატებლობებს რაც ამ პერიოდში მოხდა. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას შეცდომებზეც და სწორედ ამ პასუხისმგებლობის გრძნობით ვდგამთ ამ ნაბიჯს"-განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, იქნება ეს თვითმმართველობის თუ სხვა არჩევნები მათი პოლიტიკური გუნდი დაიწყებს მზადებას და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში