ამხანაგობა “ჩვენებურების” მოთხოვნა

14 აპრილი 2021, 12:24 1011 ნახვა

სოციალურად დაუცველი ოჯახები, ომის ვეტერანები და ეკომიგრანტები აჭარის მთავრობისგან  ყურადღებას ითხოვენ. ბათუმში გვიან ღამით ამხანაგობა ,,ჩვენებურების’’'' მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. სურთ ინდივიდუალურ აბონენტებად დარეგისტრირება, რაშიც  როგორც ამბობენ,  მთავრობის  თავმჯდომარის ნებართვა დაეხმარებათ. დოკუმენტი,,ენერგო პრო  ჯორჯიაში’’  წარსადგენად   სჭირდებათ.  აქციის მონაწილეებს ფართები, სადაც ახლა ცხოვრობენ  დაკანონებული არ აქვთ, ამიტომ ისინი საერთო მოხმარების მრიცხველით სარგებლობენ.  მათი  მტკიცებით,  გუშინ მაღალი ძაბვის გამო  საყოფაცხოვრებო ნივთებიც დაუზიანდათ. გუშინვე  გეგმავდნენ მთავრობის სახლამდე მსვლელობას, თუმცა პოლიციის თხოვნის შემდეგ  მსვლელობა გადადეს. ,,ენერგო პრო ჯორჯიაში“ გვითხრეს, რომ  თუ მოსახლეობა შესაბამის დოკუმენტაციას წარადგენს,  მათი აბონენტად რეგისტრაცია შესაძლეებლი იქნება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში