პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

14 აპრილი 2021, 12:28 814 ნახვა

გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საუბარია საფრანგეთში რეგისტრირებული კომპანიის  მიერ დიდი ოდენობით ფულის  თაღლითურად დაუფლებაზე. სისხლისსამართლებრივი დევნა  ორი მოქალაქის  მიმართაა  დაწყებული. უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ამერიკული ავიაკომპანიის წარმომადგენლის სახელით, ცრუ შეტყობინება და ყალბი ინვოისი გაუგზავნეს ფრანგულ კომპანიას და გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი თითქმის ნახევარი მილიონი  დოლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს საქართველოში ერთ ერთი საწარმოს ანგარიშზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში