ხვალიდან ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა 2 თვით ცალმხრივად შეიზღუდება

14 აპრილი 2021, 12:32 1616 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობა იწყება.

უწყებაში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება.

შესაბამისად, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ბაგრატიონის ქუჩა ეტაპობრივად გადაიკეტება.

ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონამდე ლარი გამოიყო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში