ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელია, უბრალოდ სირცხვილია - არჩილ თალაკვაძე "ქართული ოცნებიდან" წასულ დეპუტატებზე

14 აპრილი 2021, 12:52 1213 ნახვა

ეს არის არასწორი გადაწყვეტილება-ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე პარლამენტის 6 წევრის გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" რიგების დატოვებასთან დაკავშირებით.

თალაკვაძის განმარტებით,  ის არათანმიმდევრული გადაწყვეტილება რაც გიორგი გახარიამ გამოავლინა გუნდთან მიმართებაში დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა.

"სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესებისა და პირობის ნაცვლად, რომელიც ჩვენ ერთად მივეცით საზოგადოებას. 

ჩვენ დაველოდებით, ვნახავთ რა პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, რა იქნება მათი პოზიციონირება. არსებობს ძალიან ბევრი კითხვა და მათზე პასუხი იქნება გასაცემი.

მაშინ როცა ის გამოწვევებია ქვეყანაში რაზეც ისაუბრეს,  გუნდის პასუხისმგებლობაზე მითითება და საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის გათავისუფლება  მიუღებელია და ასეთი ნაბიჯი გაუმართლებელი. უბრალოდ სირცხვილია, როცა საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ და გადიხარ აქედან და საუბრობ ზუსტად იმ პრობლემებზე, რომლებზეც შენ გეკისრება პასუხიმგებლობა.

მე გარწმუნებთ, რომ "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ექნება ძალიან მყარი უმრავლესობა, ჩვენ შევძლებთ გადაწყვეტილების მიღებას"-განაცხადა არჩილ ჩალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში. მაშინ, როცა კონსოლიდაცია, ერთად მუშაობა იყო ყველაზე საჭირო ჯერ მან დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში