ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 1000-ზე მეტი შემთხვევაა, რაც საგანგაშოა - გამყრელიძე

14 აპრილი 2021, 14:18 807 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ათასზე მეტი შემთხვევაა, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა. ამირან გამყრელიძის თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 3,03%-ია. 

მისივე განმარტებით, შემთხვევების მატების გამო ჯანდაცვის სექტორზე  ზეწოლა გაიზარდა და საქართველოში 8604 აქტიური პაციენტია, ნაწილი კლინიკაში, ნაწილი ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მკურნალობს. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ძირითადად  ცირკულირებს ბრიტანული შტამი, მისთვის კი  სწრაფი გავრცელებაა დამახასიათებელი.

„არავის გვინდა, მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები, პირველ რიგში, პირბადე და ვუთხრათ არა დიდ თავშეყრებს, მნიშვნელოვანია  იმუნიზაციის გააქტიურება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში