ე.წ კომენდანტის საათისა და შაბათ-კვირას არსებული შეზღუდვების გარეშე გვექნებოდა სწრაფი ნახტომი - ამირან გამყრელიძე

14 აპრილი 2021, 14:41 3985 ნახვა

ე.წ კომენდანტის საათი სერიოზულად აგდებს მობილობას  და სწორედ ის არის ერთ-ერთი ქმედითი იარაღი პანდემიასთან ბრძოლისას-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, არსებულ სიტუაციაში შაბათ-კვირას რესტორნები დაკეტილი რომ არ იყოს და ღამის გადაადგილებაზე შეზღუდვა არ მოქმედებდეს ძალიან სწრაფი ნახტომი გვექნებოდა.

მისივე განცხადებით, რესტორნები და დიდი სუფრები არის ინფიცირების ერთ-ერთი მთავარი წყარო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა იყვნენ ძალიან მოკრძალებულნი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში