ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია - გამყრელიძე

14 აპრილი 2021, 14:46 758 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში მესამე ტალღა და საყოველთაო გავრცელება დაწყებულია, მათ შორის არის აჭარაშიც, სადაც შემთხვევები იმატებს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთშია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ფაქტორი არის რესტორნები, სადაც რეგულაციებს არ იცავენ. ყველაზე დიდი რისკი კი ხალხმრავალი სუფრებია. 

მისივე თქმით, 18 კალსტერიდან უმრავლესობა ამ ტიპის შეკრებებს უკავშირდება. 

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ლოქდაუნებისა და შემდგომი შეზღუდვების განხილვა ხდება რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით და ამას არ განსაზღვრავს მხოლოდ დადებითობის მაჩვენებელი. მათ შორის ერთ-ერთი ინდიკატორია, თუ როგორია საავადმყოფოების დატვირთვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში