ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა 2 თვით ცალმხრივად შეიზღუდება

14 აპრილი 2021, 16:13 3824 ნახვა

ბათუმში ხვალიდან ბაგრატიონის ქუჩა დროებით  ჩაიკეტება. მიზეზი  დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ინფრასტურქტურული  სამუშაოების ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად, ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან მელიქიშვილის მიმართულებით, 15 აპრილიდან 2 თვის განმავლობაში შეიზღუდება. აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. გადაადგილება შესაძლებელი იქნება გურამიშვილისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებით. კილომეტრნახევრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. პროექტის მიხედვით შეიცვლება გრუნტის საფარი,  მოეწყობა სანიაღვრე არხები,  გამყოფი ზოლები, ბორდუარები და ფილები. დროებითი შეფერხების გამო  ბათუმის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში