ნამახვანჰესის აქცია ფართოვდება

14 აპრილი 2021, 20:11 917 ნახვა

რიონის ხეობაში მიმდინარე პროტესტის ტალღამ დღეს, გუმათიდან ქუთაისში გადაინაცვლა. „დაუშვებელია სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, დაუშვებელია კატეგორიული ტონი, რომელიც არ ტოვებს ურთიერთ მოსმენის შესაძლებლობას. “ასე საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა მიმდინარე პროცესებს, რასაც მოგვიანებით ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ერთობლივი განცხადებით უპასუხეს, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

დღეს, დილით პოლიციამ გუმათჰესთან რკინის ბარიკადები აღმართა, რასაც „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების გაღიზიანება მოჰყვა, ამის შემდეგ ქუთაისში ჯაჭვის ხიდიდან და სოფელ ჯიმასტაროდან პოლიცია მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს ატარებდა.

მალევე აქტივისტებმა უკვე ქუთაისის ქუჩებში მოაწყვეს მსვლელობა, ტრანსფარანტებით „არა ნამოხვანჰესს“. მათივე თქმით, არ დაიშლებიან და მთელი ღამის განმავლობაში ქუთაისში დარჩებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში