დიალოგი შედგება იმ შემთხვევაში თუ რკინის ბარიკადებს აიღებენ - „რიონის ხეობის მცველები“

15 აპრილი 2021, 11:45 857 ნახვა

„რიონის ხეობის მცველები“ ქუთაისიდან სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც საპროტესტო აქცია გრძელდება. მათი განცხადებით, დიალოგი შედგება იმ შემთხვევაში თუ რკინის ბარიკადებს აიღებენ.

​''აუცილებელია აიღონ რკინის კედელი, ჩვენი ხელისუფლება თავისი საპოლიციო ძალებით კომპანია ,,ენკას'' იცავს. თუ თავისი ხელით არ აიღებენ, ჩვენ მშვიდობიანად ავაღებინებთ ამ ბარიკადებს, რომ ხეობაში გადაადგილება აღდგეს. მე მაგალითად ვერ შევდივარ, იქ რომ წავიდე აქეთ აღარ გამომიშვებენ. ჩვენ მომხრე ვართ დიალოგის, მაგრამ ხელშეკრულების განხილვა უნდა მოხდეს. ჩვენ მზაობა გვაქვს, მაგრამ ისინი ამ ნაბიჯებს არ დგამენ'' - აცხადებს ნუგზარ გოგოლაძე.

ხეობაში საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ნაწილი გაათავისუფლეს, რამდენიმე საქმეზე კი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გუშინ პოლიციამ  9 ადამიანი დააკავა. 

სოფელ გუმათში ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცველები. მათ სოფელ გუმათიდან სოფელ ნამახვანისკენ მიმავალი გზა რკინის ბარიკადებით აქვთ გადაკეტილი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში