საქართველოში ფრენებს გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ი შეასრულებს

15 აპრილი 2021, 15:04 1004 ნახვა

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ევროვინგსი“, რომელიც „ლუფტანზა ჯგუფში“ შედის, საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირების დაწყებას განიხილავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ავიაკომპანიამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვის მისაღებად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უკვე ოფიციალურად მიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივლისიდან „ევროვინგსი“ ფრენებს დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე რეისებს შეასრულებს.

ფრენები კვირაში ორი სიხშირით Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში