ვაშინგტონის ანტირუსული პოლიტიკა

15 აპრილი 2021, 17:40 936 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ  განკარგულებას ხელი მოაწერა.  "შავ სიაში" 32 იურიდიული და ფიზიკური პირი მოხვდა, რომლებიც 2020 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ და დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვა აქტებს ახორციელებდნენ.  

სანქციები დაუწესდა 8 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც ყირიმთან არიან დაკავშირებული. ვაშინგტონი რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომელსაც გააძევებს.

ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს ეკრძალებათ რუსეთის ცენტრალური ბანკის, ეროვნული კეთილდღეობის ფონდის ან რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენა ან რუსეთის ფინანსური ინსტიტუტებისთვის სესხის გაცემა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში