ბლინკენის მოულოდნელი ვიზიტი ავღანეთში

15 აპრილი 2021, 17:09 774 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ბრიუსელიდან მოულოდნელად ავღანეთში გაემგზავრა.  იგი   ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისა და ავღანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს აბდულა აბდულას შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გამოყვანის საკითხი იყო. აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ 11 სექტემბრამდე ავღანეთიდან სამხედრო ძალების სრულად გაყვანის შესახებ განაცხადეს.

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების გაყვანის შესახებ ინიციატივა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ეკუთვნის.

2020 წლის 29 თებერვალს დოჰაში აშშ-სა და "თალიბების" ლიდერებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, აშშ-მა და მისმა კოალიციურმა მოკავშირეებმა 14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან გასვლის პასუხისმგებლობა აიღეს, სანაცვლოდ "თალიბებმა" პირობა დადეს, რომ ავღანეთის ტერიტორიაზე აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შემცველ მოქმედებებს არ განახორციელებდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში